By Anonymous (not verified), 15 September, 2024

რუსეთის ხომალდების გაყვანა

უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში 16 ხომალდი გაიყვანა, რომლიდანაც 7 ხომალდი ფრთოსანი რაკეტების — კალიბრის გადამზიდია. საერთო ჯამში, გემებზე 48 ერთეული კალიბრია. აზოვის ზღვაში რუსული სამხედრო გემები აღარ არიან. ქერჩის ყურის გავლით შემდეგმა გემებმა გაცურა: 3 გემმა შავ ზღვაში ბოსფორის ყურის მიმართულებით, 8 გემმა აზოვის ზღვაში, რომლიდანაც 5-მა ბოსფორის ყურე გაიარა. უკანასკნელ თვეებში, რუსეთს მხოლოდ 4-5 ხომალდი გამოჰყავდა შავ ზღვაში. 10 ხომალდზე მეტი რუსეთმა 2024 წლის თებერვალში გაიყვანა.

By Anonymous (not verified), 11 September, 2024

ტრამპისა და ჰარისის დებატები

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და \"რესპუბლიკელების\" საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ABC News-ის მოდერატორებს სატელევიზიო დებატების დროს მისი მეტოქის, კამალა ჰარისის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. ტრამპი TRUTH Social-ში წერს: „ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო დებატები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს იყო სამი ერთის წინააღმდეგ!“. კამალა ჰარისმა დებატების დროს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა.

By Anonymous (not verified), 7 September, 2024

ისრაელის ჯარი ჯენინიდან გავიდა

ისრაელის ჯარებმა ქალაქი ჯენინი და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დევნილთა ბანაკი დატოვეს. ისრაელის ჯარი ამ ტერიტორიაზე აგვისტოს ბოლოდან, მასშტაბური კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში იდგა.

ჯენინში ჯავშანტექნიკითა და ბულდოზერებით რამდენიმე დღიანი რეიდის შემდეგ, დევნილებმა ბანაკში დაბრუნება დაიწყეს. აღნიშნულ ბანაკს ისრაელი პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებების ბასტიონად მიიჩნევს, რომელიც ირანის დახმარებით შეიქმნა.

მედიის ცნობით, ქალაქსა და ბანაკში ისრაელის ოპერაციის დროს 21 ადამიანი მოკლეს, 130 კი დაიჭრა.

By Anonymous (not verified), 2 September, 2024

არჩევნების დასრულება

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცესკოს ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ 27 პარტიაა რეგისტრირებული. პარტიებს პარტიული სიების წარმოდგენის ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.

By Anonymous (not verified), 1 September, 2024

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. სამდღიანი პროცესი, სადაც სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა, დღეს დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მარინე ბერიძემ, ენათმეცნიერმა, ისაუბრა კანონთან დაკავშირებით ჩატარებულ ლინგვისტურ კვლევაზე და უპასუხა მხარეებისა და მოსამართლეთა კითხვებს. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმაც უპასუხეს მოსამართლეების კითხვებს და ერთმანეთსაც დაუსვეს შეკითხვები.

By Anonymous (not verified), 30 August, 2024

კახა კალაძის განცხადებები

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რასაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი პატრონი ჰყავს და ყველა გარედან იმართება.

By Anonymous (not verified), 29 August, 2024

რუსული კანონის განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება და საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას და საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.
By Anonymous (not verified), 28 August, 2024

კურსკის ატომური ელექტროსადგურის საფრთხე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, ბირთვული მასალის შემცველი რეაქტორის ბირთვი მხოლოდ ჩვეულებრივი ხუფითაა დაცული, რაც მას საარტილერიო დარტყმის მიმართ დაუცველს ხდის. გროსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბირთვული ავარიის დაშვება არ შეიძლება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერც ერთის მხარეს ვერ დაიჭერს.

By Anonymous (not verified), 27 August, 2024

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გრძელდება

რუსეთი უკრაინაზე მორიგ მასიურ თავდასხმას ახორციელებს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევის მაცხოვრებლები მეტროსადგურებს აფარებენ თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი სამიზნეები უკრაინის რეგიონებში არსებული ენერგო და ინფრასტრუქტურული ობიექტებია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხს ამზადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად.

By Anonymous (not verified), 26 August, 2024

დღეს, 26 აგვისტოს, საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. რუსეთმა მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინაზე, რის შედეგადაც დაიღუპა Reuters-ის თანამშრომელი და დაშავდა ორი ჟურნალისტი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში წინ მიიწევენ და კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დააწესეს. ამასთან, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული და რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმის.