ტრამპისა და ჰარისის დებატები
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და \"რესპუბლიკელების\" საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ABC News-ის მოდერატორებს სატელევიზიო დებატების დროს მისი მეტოქის, კამალა ჰარისის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. ტრამპი TRUTH Social-ში წერს: „ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო დებატები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს იყო სამი ერთის წინააღმდეგ!“. კამალა ჰარისმა დებატების დროს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა. ჰარისის თქმით, ვლადიმერ პუტინი დიქტატორია: „ის დიქტატორია, რომელიც ლანჩზე შეგჭამთ“, — მიმართა ჰარისმა ტრამპს.
წყაროები: on_ge on_ge
უკრაინის ომი
ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სწორედ ახლა მუშაობს უკრაინის მიერ რუსეთთან ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე. უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. სიბიგამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას დასავლური იარაღის რუსეთში მდებარე კანონიერი სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შეუზღუდავი უფლება ჰქონდეს. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიაში კიდევ 10 რუსული ხომალდი დაამატა. ლონდონის ცნობით, გემებს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.
წყაროები: on_ge on_ge
Comments