ისრაელის ჯარი ჯენინიდან გავიდა
ისრაელის ჯარებმა ქალაქი ჯენინი და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დევნილთა ბანაკი დატოვეს. ისრაელის ჯარი ამ ტერიტორიაზე აგვისტოს ბოლოდან, მასშტაბური კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში იდგა.
ჯენინში ჯავშანტექნიკითა და ბულდოზერებით რამდენიმე დღიანი რეიდის შემდეგ, დევნილებმა ბანაკში დაბრუნება დაიწყეს. აღნიშნულ ბანაკს ისრაელი პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებების ბასტიონად მიიჩნევს, რომელიც ირანის დახმარებით შეიქმნა.
მედიის ცნობით, ქალაქსა და ბანაკში ისრაელის ოპერაციის დროს 21 ადამიანი მოკლეს, 130 კი დაიჭრა.
წყაროები: on.ge
ლავროვის განცხადება ქართული იდენტობის შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ დასავლეთის იმ „წესებით“, რომელსაც ყველას უწესებს.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე, ამბობს, რომ კრემლის, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო ქართველების გარეშე - ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს.
„ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი, ამბობს, რომ თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია - ქართველმა იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან საუკუნეების წინ მოახდინა, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება.
წყაროები: ipn ipn ipn
საარჩევნო ადმინისტრაცია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ქაშიბაძე, ამბობს, რომ სამწუხარო ფაქტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად იქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფილიალად.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე, ამბობს, რომ ზუგდიდში 560 ადამიანის სია იყო და 560-ვე გავშიფრეთ - ერთიც კი არა, ვინც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის - ეს დანაშაულია, რომლის სათავეშიც საოლქოს თავმჯდომარე, რომელიც დავალებებს უშუალოდ სუს-სგან იღებს.
წყაროები: ipn ipn ipn
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე, ამბობს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა ნათელი მაგალითია, თუ რას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მამუკა ბიბილეიშვილი, ამბობს, რომ ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის.
წყაროები: ipn ipn
კულტურის მინისტრის გაუქმება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ მომხრეა კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების და სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის, ფონდებისთვის მეტი შესაძლებლობების და დაფინანსების მიცემის.
წყაროები:
Comments