კახა კალაძის განცხადებები
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რასაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი პატრონი ჰყავს და ყველა გარედან იმართება.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს და შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მისი თქმით, საპატრიარქოს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ სარჩელები არის ფუჭი დროის ნაყვა. მისი თქმით, ეს არის გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმდინარე “ბინძური კამპანიის” გაგრძელება.
წყაროები: InterPressNews InterPressNews InterPressNews
რუსული კანონის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დღეს, 30 აგვისტოს, 11:00 საათზე განახლდა. საკითხის განხილვა გუშინ გაიწყო. მოსამართლეებს უკვე მიმართეს: ძლიერი საქართველოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ და გიორგი ბურჯანაძემ, არასამთავრობოების წარმომადგენელმა, იურისტმა ქეთევან ერემაძემ, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავა.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განახლდა. სასამართლო დღეს უსმენს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. უწყებას წარმოადგენენ თამარ ტყეშელაშვილი, ბექა ძამაშვილი, დავით დევიძე და ვახტანგ ბოხაშვილი.
წყაროები: On.ge Publika.ge
„ოცნების“ დელეგატის სახელმწიფო შესყიდვები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს.
ორგანიზაციის მოკვლევის თანახმად, აკაკი ალადაშვილი შპს „ტრანსპორტერის“ 10% წილის მფლობელია, 90% წილის მფლობელი და დირექტორი კი სერგო შუღაროვია.
TI მიუთითებს, რომ ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.
წყაროები: Publika.ge On.ge InterPressNews
დიდი დიღომში კორპუსის ჩამონგრევა
თბილისში, დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსის 1-ლი სართული ჩამოინგრა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყაროები:
Comments